"ნასიონალის" ფეხბურთელებმა "ბოავიშტასთან" გამარჯვება არაბიძეს მიუძღვნეს

AutoSharing Option
გიორგი არაბიძის "ნასიონალმა" პორტუგალიის თასის პირველი ეტაპის მატჩში "ბოავიშტას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "ნასიონალის" ფეხბურთელებმა გამარჯვება ქართველ ფეხბურთელს მიუძღვნეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა.

მატჩის შემდეგ "ნასიონალის" ფეხბურთელებმა გასახდელში არაბიძის მაისური დაიკავეს და შემდეგ ფოტო კლუბის "ფეისბუქზე" აიტვირთა წარწერით: ეს გამარჯვება შენთვისაა, გიო".

არაბიძემ თანაგუნდელებს სოციალურ ქსელში უპასუხა: "მადლობა ბიჭებს. ჩვენ ვართ ერთად. ეს გამარჯვება არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდისთვის. მე მიყვარს ეს გუნდი".

Sportall.Ge

alt"ნასიონალი" გიორგი არაბიძეს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

altლეგიონის უქმეები: ორი გოლი,

მოგებული და წაგებული სუპერთასები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
Arabidze da chakvetadze nakrebshi unda gamoidzaxon pirdapir)) matze uketesi vin gvyavs da realurad yvelq wamyvani nakrebi nichier axalgazrdebze awyoben nakrebs
Bacho
14:04 30-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული