22 წლის კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
საიტის ჟურნალისტი გულშემატკივრებს ახსენებს, რომ აქამდე მათ გუნდში 4 ქართველი თამაშობდა: დავით მუჯირი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი ფოფხაძე და ილია კანდელაკი.
კლუბის მმართველმა დირექტორმა გიუნტერ კრაისლმა განაცხადა, რომ ოთარს განსაკუთრებული შემტევი პოტენციალი გააჩნია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო, ტექნიკური და დინამიურია და საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც მიიღო.
კიტეიშვილის მის გუნდში ჩარიცხვას მიესალმება მწვრთნელი ჰეიკო ფოგელი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგი გამთამაშებელი დაიმატეს,
"შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ამსტერდამში "აიაქსთან" 0:2 წააგო და ხვალ გრაცში უმასპინძლებს, ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში კი 4 აგვისტოს გასვლაზე "ვაკერს" ხვდება.
ოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს...
ეს კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება - ოთარ კიტეიშვილი "დინამოს" ემოციურად დაემშვიდობა
ფიზიკა გააძლიერე და კიდევ უკეთეს გუნდში გადახვალ.