ოთარ კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" საიტი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის შეძენას იუწყება.

22 წლის კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

საიტის ჟურნალისტი გულშემატკივრებს ახსენებს, რომ აქამდე მათ გუნდში 4 ქართველი თამაშობდა: დავით მუჯირი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი ფოფხაძე და ილია კანდელაკი.

კლუბის მმართველმა დირექტორმა გიუნტერ კრაისლმა განაცხადა, რომ ოთარს განსაკუთრებული შემტევი პოტენციალი გააჩნია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო, ტექნიკური და დინამიურია და საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც მიიღო.

კიტეიშვილის მის გუნდში ჩარიცხვას მიესალმება მწვრთნელი ჰეიკო ფოგელი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგი გამთამაშებელი დაიმატეს,
უზარმაზარი პოტენციალის მქონეა და სასწრაფოდ უნდა შეიყვანონ განაცხადში, რათა უახლოეს მატჩებში დაეხმაროს გუნდს.

"შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ამსტერდამში "აიაქსთან" 0:2 წააგო და ხვალ გრაცში უმასპინძლებს, ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში კი 4 აგვისტოს გასვლაზე "ვაკერს" ხვდება.

altოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს...

altეს კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება - ოთარ კიტეიშვილი "დინამოს" ემოციურად დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი ბიჭია კიტე. დინამოსთანაც ვალი მოიხადა და ყაზახსტანშიც არ წასულა. დრო კი უკვე ნაღდადიყო. წარმატებები კაპიტანს
გურამი
20:20 31-07-2018
1
გილოცავ, წარმატებებს გისურვებ ოთარ, აბა შენ იცი. ღმერთი შენსკენ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული