რას წერს "ლუგოს" საიტი გიორგი აბურჯანიას შესახებ

AutoSharing Option
"ლუგოს" საიტი გიორგი აბურჯანიას შესახებ წერს.

"გიორგი აბურჯანიას დამატებით ჩვენმა გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა დაასრულა. ქართველი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია და მას თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია.

მას ძალიან კარგი ფიზიკური აღნაგობაც აქვს და სიმაღლეში 1,87 მეტრია, რითაც მოედნის ცენტრში მისი მოქმედება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება.

აბურჯანიას თამაში როგორც მოედნის ცენტრში, ასევე წინ წაწეულ ფეხბურთელადაც შეუძლია.

გიორგის მოქმედება ორივე ფეხით კარგად შეუძლია და ის შეტევის დროს საკმაოდ სახიფათოა", - წერს "ლუგოს" ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" აბურჯანია "ლუგოში" ერთი სეზონით გააიჯარა და
მისი პრეზენტაცია ორშაბათს ჩატარდება.

altგიორგი აბურჯანია "ლუგოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული