გიორგი აბურჯანია: "ლუგოში" მათი საფეხბურთო ფილოსოფიის გამო გადავედი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მომავალ სეზონში "ლუგოს" ღირსებას დაიცავს.

ქართველი ფეხბურთელი "სევილიამ" 1-წლიანი იჯარით დათმო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა 6 აგვისტოს გაიმართება, თუმცა მან უკვე მოასწრო კლუბის მაისურით თამაში. პირველ აგვისტოს "ლუგო" ამხანაგურ მატჩში "ოვიედოს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი აბურჯანიას პასით გავიდა.


Sportall.ge აბურჯანიას ესპანეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რატომ აირჩიეთ "ლუგო" და გქონდათ თუ არა სხვა ვარიანტები?
- ამ გუნდის არჩევაში
გავლენა ბევრმა ფაქტორმა იქონია. სპორტული დირექტორი ემილიო ვიქუერიაა, რომელიც "ხიმნასტიკში" მუშაობდა და მას კარგად ვიცნობ. ამ გუნდში ასევე მწვრთნელისა და მათი საფეხბურთო ფილოსოფიის გამო გადავედი.

იყო სხვა ვარიანტები სეგუნდას გუნდებიდან, ასევე ჰოლანდიიდანაც, თუმცა არჩევანი "ლუგოზე" შევაჩერე.

- "სევილიაში" კარიერა ვერ აგეწყოთ. რას იტყოდით ამ კლუბში გატარებულ პერიოდზე?
- ბოლო დროის მონაცემებით, "სევილია" ევროპის 10 გუნდში შედის და რთულია უარი თქვა, როდესაც ამ გუნდის სპორტული დირექტორი გირეკავს და კარგ წინადადებას გთავაზობს.

ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ველოდებოდი, ამის მიზეზი კი მრავალი ფაქტორი შესაძლოა იყოს.

მთავარ ფაქტორად მაინც მონჩის გუნდიდან წასვლა მიმაჩნია, თუმცა ეს უკვე წარსულია და ამაზე საუბარი აღარ მსურს.

- "სევილიაში" თქვენი ყოფნის პერიოდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა. თუ გქონდათ მათთან ურთიერთობა და იყვნენ თუ არა დაინტერესებულნი თქვენთან თანამშრომლობით?
- იყო ბევრი ცვლილება როგორც სამწვრთნელო შტაბში, ისე დირექტორატში. ყველაზე კარგი ურთიერთობა ვინჩენცო მონტელასთან გვქონდა, რომელიც ცდილობდა, პირველ გუნდთან ერთად ხშირად გვევარჯიშა.

- რას იტყოდით თქვენს ახალ გუნდზე?
- გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს ეჭიროს ბურთი და ის წმინდა ესპანურ ფილოსოფიას მისდევს, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- რა იქნება "ლუგოს" მიზანი მომავალ სეზონში?
- სეგუნდა დივიზიონი რთულად სავარაუდო ჩემპიონატია და ყველას მიზანი ლა ლიგაში გადასვლაა.

ვფიქრობ, ჩვენ ამისი შესაძლებლობა გვაქვს და ამისთვის ფეხბურთელების დონეც საკმარისია. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- 2016 წლიდან ესპანურ ფეხბურთში ხართ. წესით, ადაპტაცია არ უნდა გაგიჭირდეთ...
- გეთანხმებით... რამდენიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელი დამხვდა როგორც "სევილიადან", ასევე "ხიმნასტიკიდან". ასე რომ, არა მგონია, ადაპტაციის პრობლემა დადგეს.

- გუნდს მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
- ხავი ლოპესი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ბურთზე კონტროლი და პირველ ნომრად თამაში უყვარს.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ... ერთა ლიგის დაწყებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება...
- მე და ნაკრების თითოეული წევრი ერთა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ველით.

ველოდები, რომ ერთა ლიგის ჯგუფს კარგ ნოტზე დავიწყებთ და პირველივე შეხვედრას ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ.

altრას წერს "ლუგოს" საიტი გიორგი აბურჯანიას შესახებ

altგიორგი აბურჯანია "ლუგოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბუ გისურვებ წარმატებებს.შენ ასახელებ საქაქრთველოს და ქართულ ფეხბურთს.
ლევანი
16:30 14-08-2018
1
ძალიან მაგარი ხარ გიორგი. ესე გააგრძელე და შებ მიზანს აუცილებლად აისრულებ... ეტყობა ავიწყდება ამ ხალხს ვინ გახსა ესპანური ბაზარი
Gub_dub
01:29 04-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული