მისი გუნდი ასევე გახდა კოსტა ბრავას თასის მფლობელი, რომელსაც "ჟირონა" 1970 წლიდან ათამაშებს
ანგარიში მე-13 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლუკას მოურამ გახსნა, შემდეგ კი გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს: ხუანპემ, ლოსანომ, პორტუმ და ალეიშ გარსიამ.
სწორედ ალეიშ გარსია შეცვალა 84-ე წუთზე ქოჩორაშვილმა.
რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის სურვილია მას თავის გამოსაჩენად უფრო მეტი სათამაშო დრო მისცენ, მაგრამ ასეთ მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელის ასპარეზობა თავისთავად მრავლისმეტყველი და იმის დამადასტურებელია, რომ ენდობიან და მასზე იმედებს ამყარებენ.
შეგახსენებთ, კატალონიურმა გუნდმა ქოჩორაშვილი "საბადელთან" შეხვედრაში 65 წუთი ათამაშა და sportall.ge-ს ფეხბურთელმა განუცხადა, რომ მისი თამაშით ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ და გულშემატკივრებმა შეაქეს.
ქართველი ლა ლიგის გზაზე - დებიუტი პრიმერა დივიზიონის კლუბში და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის შანსი