გიორგი არაბიძისგან გაბრწყინებას ელიან - "მან მსოფლიოს თავი უკვე გააცნო"

AutoSharing Option
საიტმა Goalpoint.pt-მ ის 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებმაც შესაძლოა, პორტუგალიის ჩემპიონატში გაიბრწყინონ.

სასიამოვნოა, რომ სიაში მოხვდა "ნასიონალის" 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე.

"გიორგი არაბიძემ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს თავი უკვე გააცნო, სადაც ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 2 თამაში აქვს ჩატარებული და მოედანზე გატარებულ 73 წუთში 3 გოლი აქვს გატანილი.

ის შემტევი ნახევარმცველია, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და ზოგჯერ ზედმეტი ინდივიდუალიზმითაც გამოირჩევა", - წერს საიტი არაბიძის შესახებ.

alt"ნასიონალის" ფეხბურთელებმა "ბოავიშტასთან" გამარჯვება არაბიძეს მიუძღვნეს

altგიორგი არაბიძემ "ნასიონალში"

ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი ხანია არაბიძის ქება-დიდებაზე არ დაწერილა და აგერ სტატია. რომელ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა სტატიის ავტორო? გუნდი თბილისში ჯგუფში ჩარჩა და არაბიძე რრთერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო გუნდში. გეყოთ ქართველი ფეხბურთელების ტყუილად ქება-დიდება.
dato
16:39 07-08-2018
28
ევროპაზე მართლაც გამორჩეული იყო, თუნდაც ბოლო თამაში ავიღოთ ჩეხეთთან, ფაქტიურად მარტო თამაშობდა, ჩეხებს კარგად ვყავდით შესწავლილები, ერთადერთი ვინც ვერ ჩაკეტეს გიო იყო, მე მჯერა რო ეს ბიჭი თავის სიტყვას იტყვის.
გიგა
12:13 08-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული