ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსეს" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ "სან ხოსემ" "დალასთან" (3:1) მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ყაზაიშვილმა დუბლი გაიფორმა.

მე-19 წუთზე ვაკომ თავისი გუნდი გაიყვანა წინ, ხოლო 88-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, კიდევ ერთი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს 22 მატჩში უკვე დაუგროვდა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ასევე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს, სადაც კიდევ ერთი ქართველი გურამ კაშიაც მოხვდა.

altგურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის

სიმბოლურ ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთელები რომ კარგ ფორმაში შედიან.ერთა ლიგა ხომ კარს მოგვადგა
ფანი
10:24 08-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული