გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში "სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეიყვანეს.

დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერმა "სან ხოსემ" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "დალასი", ყაზაიშვილმა კი ამ მატჩში დუბლი შეასრულა. მან ამერიკულ კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი. მიმდინარე სეზონში ვაკომ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

კაშიამ MLS-ში მესამედ ითამაშა და პირველად მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

altსუპერ ვაკო! - ყაზაიშვილმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერს დუბლი შეუსრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მომწონს ეს სიმბოლური ნაკრების ამბავი. რეალურ ნაკრებში ვითომ რატომ ვერ უნდა მოხვდნენ?! არ იმსახურებენ განა?!
ზუზუ დიბდიბაძე
14:49 07-08-2018
5
კარგია ბიჭებო. გილოცავთ! წარმატებები...
შოთა
10:23 07-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული