შეგახსენებთ, რომ კვირკველია ყაზანის "რუბინიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. "რუბინში" კვირკველიას ესპანელი მწვრთნელი ხავიერ გრასია არ ათამაშებდა. თავიდან ქართველი მცველი "ლოკომოტივში" იჯარით იყო, შემდეგ კი კლუბმა მისი სატრანსფერო უფლებები 2.5 მლნ ევროდ გამოისყიდა.
"კვირკველიას დიდი ხანია ვიცნობ. აგენტმა რევაზ ჩელებაძემ ის "დინამოში" მომიყვანა, მაგრამ მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო და არ ავიყვანეთ. ჩელებაძემ ის "რუბინში" მოაწყო, თუმცა საბას თამაშს თვალს ვადევნებდი.
მახსოვს, საქართველოს ნაკრების
მას ძალიან გაუხარდა, მაგრამ ერიკ შტოფელსჰაუსმა ("ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი) თქვა, რომ კვირკველია ნელია. სიომინის წყალობით ჩვენი გავიტანეთ. სიომინმა მტკიცედ განაცხადა: "ეს ფეხბურთელი მჭირდება".
როცა იჯარა დასრულდა, ილია გერკუსი ("ლოკომოტივის" პრეზიდენტი) საბას გამოსყიდვის წინააღმდეგი იყო და საკითხი საბოლოოდ დირექტორთა საბჭოს წევრმა ანდრეი ბოკარიოვმა გადაწყვიტა. მგონი, ბოკარიოვმა ტრანსფერის თანხა თავისი ჯიბიდან გადაიხადა. ყაზანშიც თავად ჩაფრინდა".
"ლესტერმა" საბა კვირკველიას პოზიციაზე მოთამაშე 22 წლის მცველი იყიდა