ვაკო გვილიას გოლმა "ლუცერნი" "იანგ ბოიზთან" წაგებას ვერ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო გვილიას "ლუცერნმა" შვეიცარიის სუპერლიგის მე-4 ტურში შინ "იანგ ბოიზთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ვაკო შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე ლამაზი თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სეზონი "ლუცერნმა" ძალიან ცუდად დაიწყო, ჩემპიონატზე 3 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" 0:4 წააგო.

16 აგვისტოს "ლუცერნი" "ოლიმპიაკოსს" ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს, ხოლო 26 აგვისტოს ქვეყნის პირველობის მორიგ ტურში სტუმრად "სენტ გალენს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ცუდად იმსაჯა მსაჯმა ბევრჯერ დაიჩაგრა ლუცერნი არასწორი გადაწყვეტილებებით
Davod
22:04 12-08-2018
0

სიახლეები პოპულარული