გიორგი ქვილითაია ბრუნდება! - როდის შეძლებს თამაშს საქართველოს ნაკრების ფორვარდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას კოჭის ტრავმის აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან Sportall.ge-ს განუცხადა.

ქვილითაიამ გვითხრა, რომ შესაძლოა, მოედანს უახლოეს 1 კვირაში დაუბრუნდეს.

"აღდგენითი პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე.

დაახლოებით, 3 კვირით ადრე დავიწყე ვარჯიში, ვიდრე ეს ექიმებს ეგონათ, რადგან კოჭის მდგომარეობა საკმაოდ კარგია.

რაც შეეხება მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ერთ მატჩს მე-2 გუნდში ვითამაშებ და მექნება საშუალება, დავაკვირდება ფეხის მდგომარეობას.

დაახლოებით ერთ კვირაში თამაში შემეძლება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს
ნაკრების ექიმებს, დავით ხარაბაძეს და მერაბ ვარძუკაშვილს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ ფეხზე დავმდგარიყავი და ამისთვის მათ უდიდეს მადლობას ვუხდი", - გვითხრა ქვილითაიამ.

altექსკლუზივი: რა მოხდა "რაპიდის" ვარჯიშზე? გიორგი ქვილითაიას ოპერაცია ესაჭიროება

altგიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

altფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

altგიორგი ქვილითაია: ვენის აეროპორტში ჩამოვედი, პოლიციელმა ჩემი მოწვევა ნახა და მითხრა...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველას, ყველას დიდი მადლობა ვინც დაეხმარება ჩვენს სპორცმენებს წარმატებით გამოსვლაში საქართველოს სასახელოდ.
გიზოგ
16:25 16-08-2018
0
ეს ბატონი გოგი თოფაძის დამსახურებაა. რატო არ წერთ ამას?
ზურაბ ტყემალაძე
16:44 14-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული