ქართველებმა რა ჰქმნეს?

AutoSharing Option
ალბათ გაინტერესებთ, დღეს ქართველმა ლეგიონერებმა როგორ ითამაშეს? ბატონი ბრძანდებით.

პორტუგალია. "ჩავესი" - "პორტიმონენსე" 2:0 . მასპინძელთა 26 წლის თავდამსხმელმა ავთო ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთი. "ნიტრა" - "სპარტაკი" (ტრნავა) 0:0. ტრნაველთა ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმირებულია.

რუსეთი. ცსკა - "არსენალი" 3:0. ტულელთა მცველი გია გრიგალავა 67-ე წუთზე გააძევეს.

"კრასნოდარი" - "სპარტაკი" 0:1. ყუბანური გუნდის ჰავბეკმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და განაცხადში იყო. იმედია, შემდეგ ტურში, "ორენბურგთან" გასვლით მატჩში ათამაშებენ.

უკრაინა. "ლვოვი"
- "შახტარი" 0:2. "მეშახტეთა" მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი. "ვისლა" - "არკა" 1:3. პლოცკელთა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთი. "პუშკაშ აკადემია" - "ვარდა" 1:1. მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა.

"დოჟა უიპეშტი" - "მეზოკოვესდი-ზსორი" 1:1. ბუდაპეშტელთა ფორვარდი გიორგი ბერიძე 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ლატვია. "იელგავა" - "რიგა" 0:3. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმველმა გურამ ლუკავამ.

altგია გრიგალავა ცსკა-სთან მატჩში გააძევეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული