მისივე განცხადებით, ყველაფერი 50-50-ზეა და მალე გაირკვევა, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
Sportall.ge კაკაბაძეს ესპანეთში დაუკავშირდა და მისი შესაძლო ტრანსფერის თემის გარკვევას შეეცადა.
"დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან. საქმე ის არის, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზების გამო იწელება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღეზე ნაკლები რჩება და გაწელვაში კონტრაქტის პირობებს, გუნდების მოლაპარაკებებს და აგენტების ინტერესებს ვგულისხმობ.
ამიტომ, რაიმეს ზუსტად თქმა არ შემიძლია. დრო ნაკლები რჩება და
ერთი რამის თქმა შემიძლია, დაინტერესება რეალურია და ჩემი ლა ლიგაში გადასვლის შანსი 50-50-ზეა.
რაც შეეხება დაინტერესებულ გუნდს, ამის თქმისგან და დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ვცდილობ, ჩემს ტრანსფერზე ნაკლები ვიფიქრო, რადგან მოსახდენი მაინც მოხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში ვიყო, "ხიმნასტიკში" სეზონი დაიწყო და ასევე სავალდებულოა, რომ ყაზახეთის ნაკრებთან დაპირისპირებას კარგ ფორმაში შევხვდე. ნაკრებში წინ სერიოზული თამაში გველის", - გვითხრა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველი მცველის ტრანსფერზე ესპანური Losotros18.com-ი წერდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქართველი მცველის დამატებით დაინტერესებული ლა ლიგის "ხეტაფეა".
ჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა