ლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
გუშინ ქართველი ლეგიონერებმა ითამაშეს, გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი ავთანდილ ებრალიძემ გააკეთა.

საფრანგეთი. ლიგა 2. გრენობლი - შატორუ 0:0. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მარიტიმო - შავეში 2:1. "შავეშის" თავდამსხმელმა ავთანდილ ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

რუსეთი. პრემიერლიგა. არსენალი (ტულა) - როსტოვი 0:1. ტულელთა მცველი გია გრიგალავა გასულ ტურში ცსკა-სთან მატჩისას გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. კორონა - არკა 2:1. კელცელთა გუნდის თავდამსხმელი ვატო არველაძე სათადარიგო იყო.

ლატვია. ვირსლიგა.
რიგასი - სპარტაკსი 0:1. დედაქალაქელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა სანდოხაძემ, ლაშა შერგელაშვილმა და ბექა ვაჩიბერაძემ, ხოლო ირაკლი სიხარულიძე 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

იელგავა - ლიეპაია 0:2. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთი. პრემიუმ ლიგა. ფლორა - ტამეკა 5:0. "ფლორას" თავდამსხმელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა. მან ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა.

უკრაინა. პრემიერლიგა. ოლიმპიკი - შახტარი 2:5. "მეშახტეთა" მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ებრალიძის არ მოწვევა ნაკრებში დიდი უსამართლობა იქნება ,კაცს 100 პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკა აქვს ერთ-ერთ ძლიერ ჩემპიონატში
1
avto ebralidzes rato ar itveven nakrebshi mikvirs, bichi 90 tuti tin da ukan tavdauzogavad darbis da zalian teknikuria, visze naklebia nakrebshi martla ar mesmis.
qomagi
13:15 25-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული