ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "ლოკერენი" 2:1 გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.

გიორგიმ ტრავმა მოირჩინა, პირველად შეიყვანეს გუნდის განაცხადში, 87-ე წუთზე შეცვალა გიორგი ჩაკვეტაძე და იმ წუთასვე გაიტანა სადებიუტო, გამარჯვების გოლი.

დასაწყისი ჩინებულია, ველით მის მომავალ გოლებს კლუბსა და რაც მთავარია - ნაკრებში.

"გენტი" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 2 სექტემბერს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" ხვდება, იქამდე კი 30 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე "ბორდოს" ეთამაშება.

alt

გიორგი ქვილითაია: ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

altგიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვუყურე ამ თამაშს . ჯერ ჩაკვეტაძემ აკეთა სასწაული პასები , მერე ქვილითაია შემოვიდა და პირველივე შეხება ბურთთან გოლით დაასრულა. ორივე ბრწყინვალე ფორმაშია და იმედია ერთალიგაზეც ასე გაიბრწყინებს მათი ნიჭი. ისიც უნდა ვთქვა რომ ჯერ ასეთი და ამდენი ნიჭიერი და მზარდი პოტენციის ფეხბურთელი ერტად არ გვყოლია ნაკრებში. მომავლის იმედი ჩნდება 2-3 წელიწადში ძალიან ძლიერი ნაკრები უნდა გვყავდეს წესით!
იაგო
22:51 26-08-2018
2
ყოჩაღ გიო! შენი იმედი გვაქვს ნაკრებში.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული