Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეჰ გურამ, გურამ... ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნაკრებშიც და მის გარეთაც... შენც მასე გგონია რომ ჰომოფებები და კაცის მაჭამელები ვართ? მიუღებელია ჩემთვის და ჩემი აზრით ყველა ნორმალური ქართველისთვის ისეთი თემების რეკლამირება და პროპაგანდა, როგორსაც შენი გაკეთებული სამკლაური ემსახურება... დაუფიქრდი კიდევ ერთხელ მაინც... ხო ქართულ ენაზე აზროვნებ ისევ? თუ ჰოლანდიურად გიტრიალებს აზრები თავში?
parfiumer
11:56 29-08-2018
20
ფეხბურთი და ზოგადად სპორტი არის ქვეყნის წარმოჩენის სახე და შენ როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გქვია ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ისე მოიქცე როგორც კაპიტანს ეკადრება, შენგან მაგალითს იღებს მომავალი თაობა
gurams
15:50 29-08-2018
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული