ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 06:30 საათზე მლს-ის 26-ე ტურში ქართველების "სან ხოსემ" "დალასი" 4:3 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან მლს-ის დასავლეთ დივიზიონის პირველადგილოსან გუნდს დუბლი შეუსრულა და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რისი საშუალებითაც მათ შეხვედრა მოიგეს.

ყაზაიშვილმა თავი მე-15 და 42-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველი გოლის დროს მეტოქის მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლის შემთხვევაში კი თავისი ტექნიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და გულშემატკივარს ულამაზესი გოლი შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, მატჩის 62-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო,
თუმცა ბოლოს ისევ ჩვენებურმა გამოიჩინა თავი და ვონდოლოვსკმა მისი პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გურამ კაშიამაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველთა გუნდი კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 18 ქულა აშორებთ.

ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
2 გოლი კაშიას ბრალი იკო
soso
09:42 30-08-2018
4
მემგონი ცუდ ფორმაშია კაშია, და ვაისი ფრთხილად იყოს! ხოჭოლავა მგონი უკეთეს ახლა.
Vasili
09:53 30-08-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული