შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა შვეიცარიულ კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
"დღეს არეული გრძნობების დღეა ჩემთვის. ერთი მხრივ, ვემშვიდობები კლუბს, რომელიც დამეხმარა ბოლო 2 წელი, საკუთარი თავის მერწმუნა; დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი.
სამწუხაროდ, პირველი სურვილი ვერ შევუსრულე. მინდა ამის გამო ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს. მეორე მხრივ კი, მადლობას ვუხდი დირექტორს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მივიღე ჩემი ესპანური კარიერის განმავლობაში.
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი
დიდ წარმატებას ვუსურვებ "ნასტიკს" ახალ სეზონში. იმედია, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევენ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ემილიო ვიკეირას - ეს იყო ადამიანი, რომელმაც მომცა შანსი და დამეხმარა ამ ლამაზ ეტაპზე. ვისკა ნასტიკ, გეხვევით ყველას", - წერს კაკაბაძე.
მხარი დაუჭიროთ...!
წარმატებები!