ლეგიონი: 5 ქართული გოლი

AutoSharing Option
გასულ შაბათს ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა გოლი.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მეშვიდე ტური.
არკა - ზაგლებიე 2:2. მასპინძელთა გუნდში გოლი გაიტანა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ და ყვითელი ბარათიც მიიღო. მენ შეუცვლელად იასპარეზა.

ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მესამე ტური.
ლუგო - ნუმანსია 3:2. მასპინძელთა გუნდის ახალწვეული ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარაგოსა - ლას პალმასი 1:1. "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი. პრემიერლიგა. მეექვსე ტური.
კრილია სოვეტოვი - ანჟი 1:0. სამარელთა გოლკიპერი გიორგი ლორია განაცხადში არ
იყო.

კრასნოდარი - ლოკომოტივი 2:1. მოსკოველთა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ყუბანური გუნდის ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს, მეორე გუნდში იასპარეზა "სოჩისთან" (1:1) და პენალტი გაიტანა.

უკრაინა. პრემიერლიგა. მეშვიდე ტური.
შახტარი - მარიუპოლი 2:0. დონბასელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

უნგრეთი. NB 1. მეშვიდე ტური.
დოჟა უიპეშტი - ჰონვედი 0:0. მასპინძელთა გუნდის ფორვარდი გიორგი ბერიძე სასტარტოში  იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

მეზოკოვესდი - პუშკაშ აკადემია 2:0. პუშკაშელთა თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

ლიეტუვა. თასი.
ვიტისი - შტუმბრასი 0:3. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა.

ლატვია. ვირსლიგა. მეოცე ტური.
ვენტსპილსი - რიგასი 2:0. მასპინძელთა გუნდში 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიული მანჯგალაძე და მეორე გოლი გაიტანა. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა, ბექა ვაჩიბერაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყო.

მეტა - იელგავა 3:0. იელგავას ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ შეუცვლელად ითამაშა.

კვიპროსი. 1 დივიზიონი. მეორე ტური.
პაფოსი - ანორთოსისი 1:1. ფამაგუსტელთა თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ შეცვალა.

alt ლუკა ზარანდიამ "ზაგლებიეს" გოლი გაუტანა [VIDEO]

altაბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამე გადაცემა გაკეთდეს , სადაც ეს კითხვები დაისმება, რაც გულშემატკივარს გვაწუხებს...! ოღონდ ისეთი წამყვანი უნდა იყოს, რომელიც არ იქნება ფედერაციის ძმაკაცი და ასეთ ადამიანი მოურიდებლად დაუსვამს კითხვებს..../ მართლა ვერ ვხვდები ფუზიკურად მოუმზადებელი კაცი ნაკრებში რატო მოდის?! მიბაძონ კანკავას , ერთხელ გამოიძახეს და არ ჩამოვიდა, ახსნა რო არ იყო ფორმაში და არ იყო მზად ნაკრებისთვის ...
Vasili
12:56 02-09-2018
0
Loria ganacxadshi ar aris. Papunashvili ganacxadshi ar aris conis gamo savaraudod tu vinme uyuret mis tamashs am sezonshi momatebulia dzaan. Oqri dublebshia. beqas kacharava cvlis bolo cutebze... es fexburtelebi ratom unda iyvnen dziritadshi da gamodzaxebulebi da ratom ar unda iyos 100% mqone praqtikit pormit ravici bevri ramit ebralidze usamartliba ki araris dzaan dzaan usamartloba aris sxva fexburtelebze rom agar vilaparakot da ese gvinda jgufidan gasvla tamashs ver moigeben da mere daicyeben aman exla moishusha tranvao aman is aman eso vinc aris formashi isini rat gvinda sircxvilia martla ra gabedavac mshvenier formashia da mshvenivrad ixarjeba bolomde da ratom ar idzaxeben etyoba ar evasebat vinc bolomde ixarjeba ese apireben qartuli da momavlis sheqmnas?! Es sait gadaichexe chveno vai qartulo fexburto
Emigranti
05:33 02-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული