აბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის მე-3 ტურში "ლუგომ" საკუთარ მოედანზე "ნუმანსია" ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას მასპინძლები 49-ე წუთამდე 0:2-ს აგებდნენ, შემდეგ 2 გოლი გაიტანეს, გიორგი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვება მოუპოვა თავის ახალ გუნდს.

შეგახსენებთ, "სევილიამ" აბურჯანია "ლუგოში" ერთი სეზონით გააიჯარა.

"ლუგო" 4 ქულით მე-9 ადგილზეა და 10 სექტემბერს შემდეგ ტურში სტუმრად "რაიო მადაჰონდას" ხვდება.

გიორგის კარგ ფორმაში ყოფნა და გატანილი გოლი მეტად სასიხარულოა საქართველოს ნაკრების მომავალი მატჩების წინ.

altჩემი ქვეყნის

20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გიორგი აბურჯანიას პოსტი სოციალურ ქსელში

altგიორგი აბურჯანია: "ლუგოში" მათი საფეხბურთო ფილოსოფიის გამო გადავედი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული