დავით სხირტლაძემ "სლოვაკ რაჭველებს" დუბლი შეუსრულა

AutoSharing Option
სლოვაკეთის თასზე ტრნავას "სპარტაკმა" ბრატისლავაში 9:0 გაანადგურა მესამე ლიგის "რაჩა" და დუბლით თავი ახლახან "სილკებორგიდან" გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ გამოიჩინა.

მან სადებიუტო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გოლები 49-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა. რაც შეეხება "სპარტაკის" ნახევარმცველს ვახტანგ ჭანტურიშვილს, ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

გუნდის მწვრთნელმა რადოსლავ ლატალმა განაცხადა, რომ ბიჭებმა დასვენება დაიმსახურებს, მაგრამ ახალ მოთამაშეებს ამის უფლებას არ მისცემს, რადგან ფორმაში უნდა ჩადგნენ.

15 სექტემბერს "სპარტაკი" სლოვაკეთის ჩემპიონატზე "ზილინას" უმასპინძლებს, ხოლო 20 სექტემბერს ევროპა ლიგაზე "ანდერლეხტს".

altვახტანგ
ჭანტურიშვილმა და მისმა გუნდმა ევროპა ლიგაზე გასვლა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს


altდავით სხირტლაძე ტრნავის "სპარტაკში" გადავიდა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული