ოთარ კაკაბაძემ "სერვეტთან" თასზე პენალტების სერიაში მოგებულ სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიის თასზე "ლუცერნმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში ჟენევაში "სერვეტი" დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები ძირითად დროში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ოვერტაიმი დაინიშნა.

102-ე წუთზე "ლუცერნი" წინ გაიჭრა, თუმცა 117-ე წუთზე "სერვეტმა" ანგარიშის გაყაიმება მოახერხა - 3:3 და პენალტების სერიაში ქართველების გუნდმა იმარჯვა.

ვაკო გვილია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიში 3:2 გახადა, ხოლო ოთარ კაკაბაძე 72-ე წუთიდან ჩაერთო თამაში და მესამე გოლი ბლესინგ ეკეკემ მისი პასით გაიტანა

თასის შემდეგ ეტაპზე "ლუცერნის" მეტოქე ხვალ კენჭისყრაზე
გაირკვევა.

23 სექტემბერს "ლუცერნი" ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად "ციურიხს" ხვდება.

altამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

altოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე კაკაბაძემ დამატებით დროში საგოლე გადაცემა შეასრულა...
lasha
04:28 16-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული