ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

AutoSharing Option
"ლუცერნში" გადასვლის შემდეგ ოთარ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და "ხიმნასტიკის" ფანებს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა შვეიცარიულ კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

"დღეს არეული გრძნობების დღეა ჩემთვის. ერთი მხრივ, ვემშვიდობები კლუბს, რომელიც დამეხმარა ბოლო 2 წელი, საკუთარი თავის მერწმუნა; დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი.

სამწუხაროდ, პირველი სურვილი ვერ შევუსრულე. მინდა ამის გამო ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს. მეორე მხრივ კი, მადლობას ვუხდი დირექტორს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მივიღე ჩემი ესპანური კარიერის განმავლობაში.

ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი
იყო და იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები.

დიდ წარმატებას ვუსურვებ "ნასტიკს" ახალ სეზონში. იმედია, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევენ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ემილიო ვიკეირას - ეს იყო ადამიანი, რომელმაც მომცა შანსი და დამეხმარა ამ ლამაზ ეტაპზე. ვისკა ნასტიკ, გეხვევით ყველას", - წერს კაკაბაძე.

Sportall.Ge

altოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა

altვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთოო ჯიგარიი ხარრ ...წარმატებები ტოპ ჩემპში მალე მენახეე ..

shoti
17:51 30-08-2018
0
კრიტიკის გარეშე ყველამ,
მხარი დაუჭიროთ...!
წარმატებები!
0

სიახლეები პოპულარული