მასპინძლები ძირითად დროში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ოვერტაიმი დაინიშნა.
102-ე წუთზე "ლუცერნი" წინ გაიჭრა, თუმცა 117-ე წუთზე "სერვეტმა" ანგარიშის გაყაიმება მოახერხა - 3:3 და პენალტების სერიაში ქართველების გუნდმა იმარჯვა.
ვაკო გვილია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიში 3:2 გახადა, ხოლო ოთარ კაკაბაძე 72-ე წუთიდან ჩაერთო თამაში და მესამე გოლი ბლესინგ ეკეკემ მისი პასით გაიტანა
თასის შემდეგ ეტაპზე "ლუცერნის" მეტოქე ხვალ კენჭისყრაზე გაირკვევა.
23 სექტემბერს "ლუცერნი" ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად "ციურიხს" ხვდება.
ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს