გიორგი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მატჩის დასასრულს კი მოედნის ცენტრში მის დაკარგულ ბურთს "ალმერიას" სწრაფი შეტევა და გოლი მოჰყვა.
heraldo ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველს თანაგუნდელებმა მოედანზევე უსაყვედურეს ინდივიდუალიზმის გამო, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო, მან კი მომხდარი ძალიან განიცადა და ორივე ხელი სახეზე აიფარა.
ნამატჩევს ის ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა, არავინ იცის, რა უთხრა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა გასახდელში, პრესკონფერენციაზე
არაგონული გუნდის მცველმა ალბერტო ბენიტომ ვიპ-ზონაში თქვა, რომ მოგება შეეძლოთ, დეტალურ ანალიზს არ აპირებს და ყველაფერი ქართული ფინალით დასრულდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის კაპიტანი ალბერტო ზაპატერი ძალიან იმედგაცრუებული იყო, პაპუნაშვილის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ყოველი ნათქვამი ფრაზის "უხილავი გმირი" გიორგი იყო.
მის მიმართ უკმაყოფილება გულშემატკივრებმა აგრესიულად გამოხატეს.
არადა, პაპუნაშვილს კარგი თამაშით და გატანილი გოლებით არაერთხელ გაუხარებია ქომაგები, შეცდომა ვის არ მოსვლია და თანადგომის და მხარდაჭერის ნაცვლად, რისხვა დაატეხეს თავს და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როდესაც სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა, ღირდა კი "სარაგოსასთან" კონტრაქტის გაგრძელება.
იდიაკესი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ პაპუზე დიდ იმედებს ამყარებდა, ხოლო ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ Eldesmarque.com-ი წერდა:"ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და "სარაგოსას" შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება, რითაც "სარაგოსა" მის მსურველ კლუბებს შეაკავებს".
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში პირველი გოლი "სარაგოსამ", უფრო სწორად ავტოგოლი, შვეიცარიელი მცველის სიმონე გრიპოს შეცდომის შედეგად გაუშვა და ის არ გაუკრიტიკებიათ.
გიორგი პაპუნაშვილმა "დეპორტივოს" შორიდან ლამაზი გოლი გაუტანა [VIDEO]
"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა
მას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
პაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]