"შეხვედრისთვის კარგად ვემზადებით. გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ისე ვითამაშებთ, როგორც არასდროს.
"არსენალთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგება ყოველთვის სასურველია, მაგრამ ეს საჭირო გახლდათ.
გასულ სეზონში კიევის "დინამოსთან" თასზე 0:2 დავმარცხდით, მას შემდეგ კი ჩვენი გუნდი გაძლიერდა. ვფიქრობ, ახლა მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივართა გასახარებლად თავს არ დავზოგავთ.
თანაც, მაშინ ცუდი ამინდი იყო. ჩემის აზრით, ამჯერად ყველაფერი ნორმალურად იქნება.
"დესნას" ეხერხება კონტრშეტევებზე
ჩერნიგოვო კიევთან ახლოსაა და გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივართა "დესანტი" ჩამოვა. ქომაგი ხომ გუნდის მე-12 მოთამაშეა".
ლუკა ჩერნიგოვულ გუნდში შარშანწინ "გურიადან" გადავიდა და მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.