ქართული ლეგიონის ამბები: ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე დრიბლინგი და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს ქართველი ლეგიონერებიდან "არკას" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია გამოირჩა.

პოლონეთი. ექსრტაკლასა. მე-9 ტური. არკა - ლეხი 1:0. 9 501 მაყურებელი. ზარანდიას დრიბლინგისა და პასის შემდეგ მიხალ იანოტამ 76-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. გდინიური გუნდის მწვრთნელმა ზბიგნევ სმოლკამ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და განსაკუთრებით ზარანდია, იანოტა და ვეტერანი ლატვიელი მეკარე პაველ შტეინბორსი გამოყო. "არკა" 10 ქულით მე-10 ადგილზეა და 28 სექტემბერს ჩემპიონატზე ვარშავაში "ლეგიას" ხვდება, იქამდე კი 25 სექტემბერს თასზე სტუმრად
"შლიონსკს" ეთამაშება.


პოგონი - ვისლა (კრაკოვი) 2:1. 3 750 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად იასპარეზა.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 28-ე ტური. ჰიკი - როვანიემი 3:0. 4 021 მაყურებელი. როვანიემელთა ჰავბეკი გიორგი გოროზია სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

იტალია. სერია A. მე-5 ტური. სასუოლო - ემპოლი 3:1. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. ლიგა 2. მე-8 ტური. გრენობლი - ბრესტი 1:2. 6 646 მაყურებელი. "გრენობლის" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-5 ტური. ბოავიშტა - ჩავესი 1:2. 4 765 მაყურებელი. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ავთო ებრალიძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

დანია. სუპერლიგა. მე-10 ტური. ვეილე - ესბერგი 1:0. 5 154 მაყურებელი. "ესბერგის" ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრია. 2. ლიგა. მე-8 ტური. კაფენგერგი - ბლაუ ვაისი 0:2. 500 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ლევან ელოშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.

altლეგიონის უქმეები: ქართველების 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლომი ხარ ზარანდ. დაევსოს თვალები ჯერ ვაისს და მერე იმას ვინც შენს გამოძახებას ბლოკავს.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
23 სექტემბერი 2018 22:16
0
ზარანდია გამოსაძახებელია აუცილებად ოქტომბერში
ძალიან გაამწვავებს მარჯვნიდან
Gio
22 სექტემბერი 2018 14:07
0
ზარანდია აუვილებლად უნდა გამოიძახოს ვაისმა და შეაჩვიოს ნელნელა ნაკრებს, ყველზე ცუდი ის არის რომ თავდასხმაში გვაქვს სერიოზული პრობლემა! მჭედლიძე განაცხადში ვერ ხვდება თამაშზე ლაპარაკი ხო ზედმეტია. ოქრიაშვილი დუბლებში თამაშობს :( რაც მთავარია ჯგუფი უნდა მოვიგოთ და შემდეგ იმედია ჯანმრთელად იქნებიან ბიჭები
თბილისელი
22 სექტემბერი 2018 13:10
0
ნუგზარი დააყენეთ ძირითადში
გიორგი
22 სექტემბერი 2018 13:07
3
ვინ არის ნუგზარი?
#???
22 სექტემბერი 2018 14:08
0
მომიტევეთ, მაპატიეთ, გულდასაწყვეტია, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ,,~სწრაფი კონტრშეტევა,, ,,დრიბლინგი,, ,,სწრაფად გათამაშებული კომბინაცია,, და სხვა მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენების დროს ან მტკიცებულებები მოაყოლეთ, ან/და თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისაგან.
888
22 სექტემბერი 2018 12:50
1
მგონი მერებაშვილზე უკეთესი იქნება ეგ ძირითადში ანდა ორი საყრდენი რომ ყავს კანკავა და კვეკვესკირი მარტო კანკავა დააყენოს საყრდენად და ეს ნახევარდაცვაში მშვენიერი ბიჭია ახალგაზრდებს უნდა მისცეს შანსი ამას არაბიძეს მიქელთაძეს
ტოტტი
22 სექტემბერი 2018 11:31
3
კარგია ლუკა
წარმატებები
თემო
22 სექტემბერი 2018 10:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული