ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის მატჩმა რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს 50 193 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
"ლოკოს" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. მან 56-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან არტიომ ძიუბასთან ბრძოლა წააგო და ამ უკანასკნელმა ანგარიში 3:1 გახადა.
"რკინიგზელთა" გუნდი 9 ქულით მისთვის უჩვეულო, მე-11 ადგილზეა და 29 სექტემბერს "ახმატს" მასპინძლობს.
შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებელი სტარტი აიღო - "გალათასარაისთან" 0:3 დამარცხდა.
ზაზა ჯანაშია: "ლოკომოტივს" რომ პირველი გოლი გაეტანა, "გალათასარაი" შეშინდებოდა
საბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით