"ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგისთვის გამოცდილი ჰიოვედესი, კრიხოვიაკი და სმოლოვი შეიძინა, მაგრამ მოხდა გასაკვირი რამ: დღეს გუნდის გამოცდილი მცველები საშინელ შეცდომებს უშვებდნენ - მსოფლიოს ჩემპიონი ჰიოვედესი, ვიცე-ჩემპიონი ჩორლუკა და საქართველოს ნაკრების წევრი კვირკველია. ამ ორმა უკანასკნელმა განსაკუთრებით "გამოიჩინა" თავი. საზიზღარი მატჩი ჩაატარეს! მათ ძიუბას საკუთარ საჯარიმოში მკერდზე თავისუფლად მიაღებინეს ბურთი. ნუ, რას ჰგავს ეს?
მცველები რაღაცნაირად დაბნეულები იყვნენ. თუმცა, ისეთი გამოცდილები არიან, ეს არ
championat-მა შეხვედრის მიმოხილვაში ქვეთავი მიუძღვნა საბას - "ბაბუა ძიუბა და მოზარდი კვირკველია".
"ადრე თუ გვიან თავისი სიტყვა უნდა ეთქვა ძიუბას. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას "კოპენჰაგენთან" თამაშისას თითქოს დაღლილობა დაეტყო. ე.ი. უნდა ჩაერთო ხასიათი და უკეთ ეასპარეზა. ჩართო კიდეც - გაიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე გოლი. მან მძლავრი კვირკველია ბურთისგან მოზარდივით გასწია".
"ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა შემდეგი განაცხადა:"დაცვაში კარგად არ ვთამაშობთ, თანაც მთელი გუნდით და არა მხოლოდ მცველებით. ძიუბამ პრაქტიკულად ყველა ბურთისთვის ბრძოლა მოიგო, რომელიც მიიღო და ეს წაგების მთავარი მიზეზია. მას ვერაფერი მოვუხერხეთ. შეცდომები ჩვენმა მაღალი კლასის ფეხბურთელებმა დაუშვეს. ისეთ მძლავრ თავდამსხმელთან ბრძოლაში, როგორიც ძიუბაა, საუკეთესოდ ვერ ვმოქმედებდით".