ჯანო ანანიძე სათამაშოდ ნოვოროსიისკში წაიყვანეს

AutoSharing Option
24 მარტის შემდეგ უთამაშებელი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ სხვა 18 ფეხბურთელთან ერთად ნოვოროსიისკში თან იახლა, სადაც ხვალ რუსეთის თასის 1/16 ფინალში ადგილობრივ "ჩერნომორეცს" შეხვდებიან.

ჯანოს დაბრუნებას პრემიერლიგის გასულ ტურში ცსკა-სთან მატჩში (1:1) ვარაუდობდნენ, მაგრამ კარერამ განაცხადში არ შეიყვანა.

კარერამ ნოვოროსიისკში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი არ წაიყვანა და "სპარტაკი" ქვედალიგურ გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.

altჯანო ანანიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად არის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული