ჯანო ანანიძემ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

დღეს მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის თასის 1/16 ფინალში სტუმრად 1:0 დაამარცხა ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცი", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჯანო შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ 89-ე წუთზე ანანიძის შესანიშნავად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

ამ მატჩში პირველად ითამაშა მოსკოვურ გუნდში სერბმა მცველმა მარკო პეტკოვიჩმა, რომელსაც მე-8 წუთზე ფეხი მოტეხეს და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

30 სექტემბერს "სპარტაკი" ჩემპიონატზე "როსტოვს" მასპინძლობს, ხოლო 4 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე "ვილიარეალს" და იმედია, ჯანოს
უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. თუმცა, მოვლენების ფორსირებაც არაა საჭირო.

altჯანო ანანიძე სათამაშოდ ნოვოროსიისკში წაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ჯანო შენ იცი, შენი იმედი გვაქვს, უშენოთ ნაკრებს უჭირს. წარმატებას გისურვებთ.
0
ჯანოსთან ერთან ნაკრების თამაში გაცილებით მრავალფეროვანია.ეს კაცი ჰაერივით ჭირდება ნაკრებს,ეხლა მთავარია კარგად აკრიფოს ფორმა და ყველაფერი კარგათ იქნება.აბა შენ იცი ჯანო,ძალიან გვეიმედები.
ქობულეთელი
09:59 27-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული