"სარაგოსა" "ალბასეტეს" შეხვდება - ესპანელებმა გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ-თრიკი გაიხსენეს

AutoSharing Option
28 სექტემბერს, ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურში "სარაგოსა" "ალბასეტეს" ესტუმრება.

გასული სეზონის მე-40 ტურში ამ გუნდების დაპირისპირება ანგარიშით 4:1 დასრულდა და ამ მატჩში ჰეთ-თრიკი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა.

შეხვედრის წინ არაგონული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ფეხბურთელის გოლები გაიხსენა.

"შემდეგ ტურში ჩვენი გუნდი "ალბასეტეს" ესტუმრება, რომელთანაც გიორგი პაპუნაშვილის არაჩვეულებრივი მოგონებები აკავშირებს. პაპუმ მე-11, 27-ე და 56-ე წუთებზე მარცხენა ფეხით სამი გოლი გაუტანა სტუმრებს და "სარაგოსას" დაეხმარა ლა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაში. მიუხედავად განსხვავებული სცენარისა, ჩვენი გუნდი ხვალაც იმავე ამბიციით გავა
მოედანზე, როგორც იმ დღეს, როცა პაპუმ თავისი პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა" - ვკითხულობთ "სარაგოსას" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ექვსი ტური შემდეგ ქართველი ნახევარმცველის კლუბი 8 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე კი 12 ქულით - მე-3.

altრას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს

altპაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

altგუნდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება - "მარკა" გიორგი პაპუნაშვილის შესახებ წერს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთო მაპატიე, გულით არ მითქვია და რაღა ეხლა მოსტეხეს ფეხი, მაპატიე ღმერთო და ორ კვირაში ფეხზე დააყენე ეგ კაცი!
გეყურება ღმერთო?
კ ო მ ბ ლ ე
29 სექტემბერი 2018 03:16
0
აი ვინ უნდა იყოს ნაკრებში თავდამსხმელი!
gurami
28 სექტემბერი 2018 10:35
0
სარაგოსა შენა და ჭირი გეცეთ ყველას. კადისთან რომ წააგო გასვლაზე 0=2 აპრილში, ნიჩია მეწერა და ნიჩია რომ დამთავრებულიყო 14 400 ევროს ვიგებდი.
თებერვალში იყო მგონი ლუგოსთან წააგო 4900 ევრო ამომიღო ჯიბიდან, მერე 7800 ევრო ნიმმა გამიმაზა ამიენთან, სახლში წააგო 2=3 არადა აქაც ნიჩია მეწერა..
ერთ დღეს მოგმტვრევიათ ფეხები, წაგებას ვუწერ, იგებენ, ნიჩიას ვუწერ, აგებენ, მოგებაზე ხომ მგონი შატალოზე მიდიან.
ხომ იქნება ერთი მოვდო საკაიფოდ, არა და რაფრა მეთამაშება იღბალი. ერთხელ ხომ შეიძლება დუბეში გაგორდეს, ჩემთვის რა თქმა უნდა.
ახლა ალბასეტე სარაგოსა, მგონია ნიჩიაა და წააგებენ მგონი, ან გაგიჟდებიან და მოიგებენ უეჭველი.
კ ო მ ბ ლ ე
28 სექტემბერი 2018 01:51
0

სიახლეები პოპულარული