დავით სხირტლაძემ სლოვაკეთის თასზე გაიტანა გოლი

AutoSharing Option
სლოვაკეთის თასის მესამე რაუნდში ტრნავის "სპარტაკმა" ბრატისლავაში 3:1 დაამარცხა მესამე ლიგის "სლოვან მოსტი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ტრნავული გუნდი სამ ფრონტზე იბრძვის - ევროპა ლიგაზე, ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე და შემადგენლობის როტაციას საჭიროებს. ამიტომ არ ათამაშა ამ მატჩში მწვრთნელმა რადოსლავ ლატალმა ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი. სამაგიეროდ, სასტარტოში დააყენა დავით სხირტლაძე და მან ისევ გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, თასის წინა წრეში "სპარტაკმა" ბრატისლავაში ქვედალიგური "რაჩა" 9:0 გაანადგურა და დავითმა დუბლი შეასრულა.

შაბათს, სუპერლიგის მე-10 ტურში "სპარტაკი" "სლოვანს" მასპინძლობს, ხოლო 4 ოქტომბერს ევროპა
ლიგაზე სტამბულში "ფენერბახჩეს" ხვდება.

altდავით სხირტლაძემ "სლოვაკ რაჭველებს" დუბლი შეუსრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული