ლაშა პარუნაშვილმა "ესბერგთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა "ესბერგთან" შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯიმი იაკობსენმა განაცხადა, რომ ქართველი ლეგიონერი კარგ ფორმაშია, დანიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკია და უხარია, რომ მათ გუნდში კიდევ 4 სეზონის განმავლობაში იასპარეზებს.

ლაშა "ესბერგში" შარშან თბილისის "დინამოდან" გადავიდა და ამ სეზონში არაერთხელ შეიყვანეს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

"ესბერგი" 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-5 ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად "ჰორსენსს" ხვდება.

altლაშა პარუნაშვილმა "ოლბორგთან" მოგებულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

altლაშა პარუნაშვილმა "მიდტიულანდს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი ახლა ნამდვილად იმსახურებს ნაკრების 23 კაციან განაცხადში ყოფნას!
kika
13:07 01-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული