პოლონეთის თასზე "კორონა" გასვლაზე 2:3 დამარცხდა მესამე ლიგის სანდომიერცის "ვისლასთან" და ამ მატჩში 31-ე წუთზე გოლი თერთმეტმეტრიანით სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ვატო არველაძემ გაიტანა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
"კორონა" 1/32 ფინალიდან გამოეთიშა თასის გათამაშებას.
"ვისლას" ნახევარმცველმა ვიკტორ პუტინმა დუბლი შეასრულა.
არველაძე ზაფხულში გადავიდა "კორონაში" და ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"კორონა" 18 ქულით ექსტრაკლასაზე მე-5 ადგილზეა და 7 ოქტომბერს "იაგელონიას" მასპინძლობს.