თურქეთის თასის 1/16-ფინალში ვატო არველაძის "კარაგიუმრუკმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა მეორე ლიგის "ბოდრუმსპორი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
არველაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 43-ე წუთზე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 79-ე წუთზე შეცვალეს.
დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა 35 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ, რომელიც სტამბოლურ გუნდში 2020 წელს "მილანიდან" გადავიდა.
არველაძემ თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "კარაგიუმრუკი" კი 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 იანვარს სტუმრად "გაზიანთეპს" დაუპირისპირდება.