ევროპა ლიგის მე-2 ტურში "ვორსკლა" პოლტავაში 1:0-ს უგებდა "სპორტინგს", ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა. უკრაინელი საფეხბურთო ექსპერტი ალექსანდრ იაკოვენკო თვლის, რომ მასპინძელთა გუნდს ძალიან დააკლდა ტრავმირებული ნახევარმცველი სანდრო კობახიძე.
"რა დააკლდათ პოლტაველებს? პირველ რიგში კობახიძე, რომელსაც კონტრშეტევაზე თამაში ეხერხება. ის სწრაფი ფეხბურთელია.
არავინ ჰყავდათ ისეთი, რომელსაც შეცვლაზე შეუშვებდნენ და თამაშს გაამწვავებდა. შეცვლაზე შესულებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს.
ბოლომდე თამაშია საჭირო და არა ანგარიშის შენარჩუნებაზე. გაშვებული გოლის შსემდეგ "ვორსკლა" მთელი გუნდით წინ წავიდა და კიდევ ერთი გოლი
გაუშვა. ამის გაკეთება არ იყო საჭირო".