გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების შაბათ-კვირის მიმოხილვას.
ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-10 ტური
შტურმი-ზალცბურგი 1:2. მასპინძელთა შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ის თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ბელორუსი. უმაღლესი ლიგა. 24-ე ტური
მინსკის დინამო-სმოლევიჩი 2:0. საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ დედაქალაქურ გუნდში შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მესამე პოზიციაზეა.
ჟოდინო-ნემანი 3:0. გიორგი ქანთარიამ სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა.
ბელგია. იუპერ ლიგა. მე-10 ტური
გენტი-გენკი 1:5.
დანია. სუპერლიგა. მე-12 ტური
ჰორსენსი-ესბიერგი 1:2. გიორგი პარუნაშვილი სტუმარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა. მან 90 წუთი ითამაშა.
კოპენჰაგენი-რანდერსი 4:0. საბა ლობჟანიძის გუნდი დანიურ გრანდს ესტუმრა, ვერაფერი დაუპირისპირა და განადგურდა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთი. მეისტერლიგა. 32-ე ტური
ფლორა-კალიუ 2:2. მასპინძელთა შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილს მორიგი გოლით თავი არ გამოუჩენია, თუმცა შეხვედრა სრულად ჩაატარა და აქტიური იყო.
პარნუ-ნარვა 0:1. გეგი კეკუას გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა და ბოლო ადგილზეა. ქართველმა უცვლელად იასპარეზა.
ლატვია. სინოტრიპ ვირსლიგა. 24-ე ტური
იელგავა-რიგასი 0:4. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ ლუკავა. რაც შეეხებათ სტუმრებს, შეხვედრაში პირველივე წუთიდან ჩაერთო ირაკლი სიხარულიძე, ლაშა შერგელაშვილი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ბექა ვაჩიბერაძე სათადარიგო იყო.
ლიეპაია-ვენტსპილსი 0:1. გიული მანჯგალაძის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.
ლუქსემბურგი. ეროვნული დივიზიონი. მე-8 ტური
რასინგი-დუდელანჟი 1:1. წარმატებული ლუქსემბურგული გუნდი ცხრილს ამ ეტაპზე ვერ ლიდერობს და მე-4 ადგილზეა. რაც შეეხება ლევან ყენიას, ამ შეხვედრაში სათადარიგო იყო და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
ნორვეგია. ობოს ლიგა. 26-ე ტური
სტრომენი-ფლორო 2:0. სტუმართა ცენტრალური მცველი ოთარ ჯავაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. 53-ე წუთზე მან ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
უკრაინა. პრემიერ ლიგა. მე-11 ტური
შახტარი-ზორია 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო. სტუმართა შემადგენლობაში ზაურ მახარაძე განაცხადში არ ყოფილა.
პოლტავის ვორსკლა-კიევის არსენალი 0:2. ანდრო გიორგაძემ მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ის ბოლო პერიოდში განაცხადში არ ჩანდა. სანდრო კობახიძე მომავალ წლამდე ვერ ითამაშებს.
აშშ. მლს. 32-ე ტური
სან ხოსე-რედ ბული 1:3. ვაკო ყაზაიშვილმა მასპინძელთა შემადგენლობაში პირველივე წუთიდან იასპარეზა და 54-ე წუთზე შეცვალეს. გურამ კაშია ჰოლანდიაშია, "ვიტესში" გაცილება უნდა მოუწყონ და ამ მიზეზით განაცხადში არ იყო.
შვედეთი. ალსვენსკანი. 25-ე ტური
გეტებორგი-ტრელებორგი 2:2. მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-100 წუთზე დიდებულად შესრულებული საჯარიმოთი თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
შვეიცარია. სუპერლიგა. მე-10 ტური
იანგ ბოიზი-ლუცერნი 2:3. "ლუცერნის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამავე გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია სათადარიგო იყო.
იტალია. სერია A. მე-8 ტური
ემპოლი-რომა 0:2. მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.
კვიპროსი. 1 დივიზიონი. მე-5 ტური
ანორთოსისი-აპოელი 2:3. მასპინძელთა ფორვარდი ბექა მიქელთაძე სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი თანაგუნდელი ნიკა კაჭარავა კი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-11 ტური
პოგონი-ვისლა 4:0. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
გდინიის არკა-ზაგლებლიე 3:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ შეუცვლელად იასპარეზა, 81-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
კორონა-იაგელონია 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ვატო არველაძე კვლავ ვერ ახერხებს თავის დამკვიდრებას. ის სათადარიგო იყო.
ხორვატია. HNL. მე-10 ტური
გორიცა-რიეკა 2:1. მასპინძელთა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ტრავმირებულია.
უნგრეთი. NB I. მე-10 ტური
უიპეშტი-პუშკაში 2:0. მასპინძელთა თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა.
ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 31-ე ტური
ტპს-როვანიემი 1:2. სტუმართა ნახევარმცველი გიორგი გოროზია 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-7 ტური
სპორტინგი-რიო ავე 1:1. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია.
სანტა კლარა-ჩავესი 1:0. სტუმართა შემტევი ავთო ებრალიძე სათადარიგო იყო.
ტონდელა-ნასიონალი 1:1. გიორგი არაბიძე განაცხადში არ ყოფილა.
რუსეთი. პრემიერლიგა. მე-10 ტური
რუბინი-ურალი 1:0. "ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.
ზენიტი-კრასნოდარი 2:1. თორნიკე ოქრიაშვილის ევროპალიგური ტრიუმფის მიუხედავად, ის სათადარიგო იყო და 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
ცსკა-ლოკომოტივი 0:1. საბა კვირკველიას გუნდმა მოსკოვური დერბი მოიგო და ჩვენებური ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო.
ტულის არსენალი-უფა 1:1. გია გრიგალავამ მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხებათ სტუმრებს, ჯიმი ტაბიძემაც 90 წუთი გაატარა მოედანზე.
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. მე-11 ტური
ტრნავის სპარტაკი-სერედი 2:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა, დავით სხირტლაძე კი სათადარიგო იყო.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. 25-ე ტური
ჟეტისუ-შახტიორი 1:1. მასპინძელთა მცველი ლაშა კასრაძე განაცხადში არ იყო.
აკჟაიკი-ყიზილ-ჟარი 0:0. სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ტობოლი-ირტიში 1:2. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად იასპარეზეს ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა.
ავსტრია. ბუნდესლიგა. 10-ე ტური.
შტურმი - ზალცბურგი 1:2. მასპინძელთა შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ის თვისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ბელარუსი. უმაღლესი ლიგა. 24-ე ტური.
მინსკის დინამო - სმოლევიჩი 2:0. საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ დედაქალაქურ გუნდში შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მესამე პოზიციაზეა.
ჟოდინო - ნემანი 3:0. გიორგი ქანთარიამ სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა.
ბელგია. იუპერ ლიგა. მე-10 ტური.
გენტი - გენკი 1:5. ქართველთა გუნდი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობს, ეს არის მიზეზი რომ მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.
დანია. სუპერლიგა. 12-ე ტური.
ჰორსენსი - ეისბერგი 1:2. გიორგი პარუნაშვილი სტუმარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა, მან 90 წუთი ითამაშა.
კოპენჰაგენი - რანდერსი 4:0. საბა ლობჟანიძის გუნდი დანიურ გრანდს ესტუმრა, ვერაფერი დაუპირისპირა და განადგურდა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთი. მეისტერლიგა. 32-ე ტური.
ფლორა - კალიუ 2:2. მასპინძელთა შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილს მორიგი გოლით თავი არ გამოუჩენია, თუმცა შეხვედრა სრულად ჩაატარა და აქტიური იყო.
პარნუ - ნარვა 0:1. გეგი კეკუას გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა და ბოლო ადგილზეა, ქართველმა უცვლელად იასპარეზა.
ლატვია. სინოტრიპ ვირსლიგა 24-ე ტური.
იელგავა - რიგასი 0:4. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ ლუკავა, რაც შეეხება სტუმრებს შეხვედრაში პირველივე წუთიდან ჩაერთო ირაკლი სიხარულიძე, ლაშა შერგელაშვილი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ბექა ვაჩიბერაძე სათდარიგო იყო.
ლიეპაია - ვენტსპილსი 0:1. გიული მანჯგალაძის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.
ლუქსემბურგი. ეროვნული დივიზიონი მე-8 ტური.
რასინგი - დუდელანჟი 1:1. წარმატებული ლუქსემბურგული გუნდი ცხრილს ამ ეტაპზე ვერ ლიდერობს და მე-4 ადგილზეა, რაც შეეხება ლევან ყენიას ამ შეხვედრაში სათადარიგო იყო და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
ნორვეგია. ობოს ლიგა 26-ე ტური.
სტრომენი - ფლორო 2:0. სტუმართა ცენტრალური მცველი ოთარ ჯავაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 53-ე წუთზე მან ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
უკრაინა. პრემიერ ლიგა მე-11 ტური.
შახტარი - ზორია 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო, სტუმართა შემადგენლობაში ზაურ მახარაძე განაცხადში არ ყოფილა.
პოლტავის ვორსკლა - კიევის არსენალი 0:2. ანდრო გიორგაძემ მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ის ბოლო პერიოდში განაცხადში არ ჩანდა. სანდრო კობახიძე მომავალ წლამდე ვერ ითამაშებს.
აშშ. მლს 32-ე ტური.
სან ხოსე - რედ ბული 1:3. ვაკო ყაზაიშვილმა მასპინძელთა შემადგენლობაში პირველივე წუთიდან იასპარეზე და 54-ე წუთზე შეცვალეს, გურამ კაშია ჰოლანდიაშია "ვიტესში გაცილება უნდა მოუწყონ და ამ მიზეზით განაცხადში არ იყო.
შვედეთი. ალსვენსკანი. 25-ე ტური.
გეტებორგი - ტრელებორგი 2:2. 7 889 მაყურებელი. მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-100 წუთზე დიდებულად შესრულებული საჯარიმოთი თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
შვეიცარია. სუპერლიგა. მე-10 ტური.
იანგ ბოიზი - ლუცერნი 2:3. 25 786 მაყურებელი. ლუცერნის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამავე გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია სათადარიგო იყო.
იტალია. სერია A. მე-8 ტური.
ემპოლი - რომა 0:2. მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან
მჭედლიძე ტრავმირებულია.
კვიპროსი. 1 დივიზიონი. მე-5 ტური.
ანორთოსისი - აპოელი 2:3. მასპინძელთა ფორვარდი ბექა მიქელთაძე სატარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი თანაგუნდელი ნიკა კაჭარავა კი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-11 ტური.
პოგონი - ვისლა 4:0. 5 514 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
გდინიის არკა - ზაგლებლიე 3:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ შეუცვლელად იასპარეზე, 81-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
კორონა - იაგელონია 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ვატო არველაძე კვლავ ვერ ახერხებს თავის დამკვიდრებას, ის სათადარიგო იყო.
ხორვატია. HNL. მე-10 ტური.
გორიცა - რიეკა 2:1. 2 659 მაყურებელი. მასპინძელთა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ტრავმირებულია.
უნგრეთი. NB I. მე-10 ტური.
დოჟა - პუშკაში 2:0. 1 799 მაყურებელი. მასპინძელთა თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა.
ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 31-ე ტური.
ტპს - როვანიემი 1:2. 2 721 მაყურებელი. სტუმართა ნახევარმცველი გიორგი გოროზია 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-7 ტური.
სპორტინგი - რიო ავე 1:1. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია.
სანტა კლარა - ჩავესი 1:0. სტუმართა შემტევი ავთო ებრალიძე სათადარიგო იყო.
ტონდელა - ნასიონალი 1:1. გიორგი არაბიძე განაცხადში არ ყოფილა.
რუსეთი. პრემიერლიგა. მე-10 ტური.
რუბინი - ურალი 1:0. 5 750 მაყურებელი. "ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.
ზენიტი - კრასნოდარი 2:1. თორნიკე ოქრიაშვილის ევროპა ლიგური ტრიუმფის მიუხედავად ის სათადარიგო იყო და 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
ცსკა - ლოკომოტივი 0:1. საბა კვირკველიას გუნდმა მოსკოვური დერბი მოიგო და ჩვენებური ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო.
ტულის არსენალი - უფა 1:1. გია გრიგალავამ მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, რაც შეეხება სტუმრებს ჯიმი ტაბიძემაც 90 წუთი გაატარა მეოდანზე.
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა 11-ე ტური.
ტრნავის სპარტაკი - სერედი 2:1. მასპინძელთა შემადგენლობაში ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა, დავით სხირტლაძე კი სათადარიგო იყო.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. 25-ე ტური.
ჟეტისუ - შახტიორი 1:1. 2 000 მაყურებელი. მასპინძელთა მცველი ლაშა კასრაძე განაცხადში არ იყო.
აკჟაიკი - ყიზილ-ჟარი 0:0. 800 მაყურებელი.
სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ტობოლი - ირტიში 1:2. 3 000 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად იასპარეზეს ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა.