ბუბა დაუშვილი უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
ბუბა დაუშვილი უნგრული "ჰალადაშის" ფეხბურთელი გახდა.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ბუბამ ხელშეკრულებას ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა, გუნდში კი რამდენიმე დღეა ვარჯიშობს და კლუბის მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონა.

"ბუბა დაუშვილი "ზესტაფონის" ლიდერი იყო, რომელმაც 2010/11 წლებში საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა. შემდეგ ის ლვოვის "კარპატისა" და უნგრულ "დიოშგიორში" თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ღირსება კი 34 მატჩში დაიცვა" - ვკითხულობთ უნგრული კლუბის ვებგვერდზე.

ბუბა დაუშვილი ბოლოს "სამტრედიის" რიგებში რამდენიმე თვის განმავლობაში ირიცხებოდა.

"ჰალდაშარში" მისი თანაგუნდელი ცნობილი უნგრელი მეკარე გაბორ კირალი იქნება. ქართველის ახალი კლუბი
ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს.

altოფიციალურად: "სამტრედია" ბუბა დაუშვილსა და ომარ მიგინეიშვილს დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუშვილი კარგი ფეხბურთელია და არ არის ნაკრებისთვის დასაკარგი.
sdfffff
22:30 09-10-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული