ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" მიჯრით მესამე მარცხი განიცადა - ამჯერად საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" 1:3 წააგო, მისი მცველი საბა კვირკველია კი 76-ე წუთზე გააძევეს და ნამატჩევს ძალზედ მოკლე კომენტარი გააკეთა.
"რატომ არ გამოგვივიდა? ყველაფერიც გამოგვივიდა. უბრალოდ, მათ ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს. არ მინდა მეტი რამე ვთქვა", - განუცხადა კვირკველიამ championat.com-ს.
კვირკველია შემდეგ შეხვედრას "პორტუსთან" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.