შვედეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე "სუნდსვალთან" 1:2 დამარცხდა.
მატჩს, რომელსაც 18 800-იან "ულევიზე" 6 172 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ისინი 2:0-ს იგებდნენ და 88-ე წუთზე ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.
მან ქვეყნის პირველობის 23 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"გეტებორგი" 28 ქულით მე-12 ადგილზეა და 31 ოქტომბერს გასვლაზე "იურგორდენს" ხვდება.