თავგატეხილი კვირკველია Whoscored-მა ტურის სომბოლურში შეიყვანა, championat-მა - არა

AutoSharing Option
Whoscored-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრებში მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია შეიყვანა.

საბას კრასნოიარსკში "ენისეის" თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა მატჩის 51-ე წუთზე ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მან მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა.

Whoscored-მა სიმბოლურ გუნდში აგრეთვე "ლოკოს" ოთხი ფეხბურთელი შეიყვანა, ხოლო თავდამსხმელი ედერი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

რუსულმა championat-მა, რომელიც სიმბოლურ ნაკრებს ადგენს, კვირკველია ტურის გუნდში არ შეიყვანა.

31 ოქტომბერს "რკინიგზელები" რუსეთის თასზე "ენისეის" მასპინძლობენ და ისევ შედგება კვირკველიასა და სარქისოვის დუელი.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი საბა წადიიი.გასაკვირია შენი კლასის ფეხბურთელი მაგ ჭაობში რო თამაშობს.
giga
22:19 30-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული