აბურჯანიას "ლუგო" თასის პირველ მატჩში "ლევანტეს" დაუზავდა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს ესპანეთის თასზე გიორგი აბურჯანიას "ლუგოსა" და "ლევანტეს" მატჩი 1:1 დასრულდა.

"ლუგო" სეგუნდადივიზიონში წარუმატებლად ასპარეზობს, 27 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "კადისთან" 1:2 დამარცხდა და ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია - 7 840-იან სტადიონზე თავისი გუნდის საგულშემატკივროდ ოდენ 2 389 მაყურებელი მივიდა. არადა, მათი მეტოქე ლა ლიგაში კარგად მოასპარეზე "ლევანტე" იყო, რომელიც სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ლიდერთა ჯგუფის სიახლოვეს იმყოფება.

ანგარიში მე-11 წუთზე ერერამ აბურჯანიას წამოწყებული კომბინაციის შემდეგ გახსნა, 53-ე წუთზე კი "რეალიდან" განათხოვრებულმა ბორხა მაიორალმა საპასუხო გოლი გაიტანა.
77-ე წუთზე გიორგი შეცვალეს და თამაში 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 5 დეკემბერს "სიუდადზე" ჩატარდება.

ამ მატჩში პირველად უხელმძღვანელა გადაყენებული ხავი ლოპესის ნაცვლად "ლუგოს" ალბერტო მონტეაგუდომ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
Google translate-თი თარგმნით?
ზაზა
07:52 31-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული