ავსტრია
გრაცის "შტურმი" "ინსბრუკს" შინ ფრედ, 1:1 ეთამაშა. ოთარ კიტეიშვილმა მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. 13 ტურის შემდეგ "შტურმი" მერვე ადგილზეა.
ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამომ' სტუმრად "ვიტებსკს" 1:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა. 27 ტურის შემდეგ დედაქალაქური გუნდი მესამე ადგილზეა.
ბელგია
ქართველების "გენტმა" "კორტრიკი" 3:1 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ქვილითაიას ჯერ კიდევ ტრავმა
ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცამ" სპლიტის "ჰაიდუკთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. 13 ტურის შემდეგ "გორიცა" მე-4 ადგილზეა.
კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" "აპოლონს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ბექა მიქელთაძე სათადარიგო გახლდათ. 8 ტურის შემდეგ "ანორთოსისი" მე-7 პოზიციას იკავებს.
დანია
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ორჰუსს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. 15 ტურის შემდეგ "რანდერსი" მე-10 ადგილზეა.
ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "ტულევიკი" 3:1 დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა. თუ ისინი სეზონის ბოლო მატჩში "ლევადიას" დაამარცხებენ, ჩემპიონები გახდებიან. გამარჯვება ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ბრაზილიელ ლილუს დაეწია. შეგახსენებთ, ბეგლარიშვილს ამ სეზონში 30 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება გეგი კეკუას "პარნუს", ისინი შინ "კალიუსთან" 0:5 განადგურდნენ და უმაღლესიდან ოფიციალურად გავარდნენ. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "ორლეანს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი სათადარიგო იყო და მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა. 13 ტურის შემდეგ "გრენობლი" მე-5 ადგილზეა.
უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშმა" "დიოშდორი" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა 79-ე წუთზე გახსნა ანგარიში და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 13 ტურის შემდეგ არაბულის გუნდი მე-9 ადგილზეა.
გამარჯვება მოიპოვა გიორგი ბერიძის "უიპეშტმაც", რომელმაც "ჰალადასი" 2:0 დაამარცხა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მე-7 ადგილზეა.
ყაზახეთი
ქართველების "ტობოლი" ყარაგანდის "შახტართან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. კუსტანაელებს ნიკა კვეკვესკირი კაპიტნობდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. 32 ტურის შემდეგ "ტობოლი" მესამე ადგილზეა. მათ არც დაწინაურების და არც დაქვეითების შანსი აღარა აქვთ.
ლაშა კასრაძის "ჟეტისუ" სტუმრად "ქაისართან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. "ჟეტისუ" მე-7 ადგილზეა.
ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" სტუმრად "მეტასთან" 1:2 დამარცხდა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 27 ტურის შემდეგ "იელგავა" მე-6 ადგილზეა.
"რიგასი" შინ "ვენტსპილსთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ 90 წუთი ითამაშა. ლაშა შერგელაშვილი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყო. რაც შეეხება სტუმრებს, გიული მანჯგალაძე განაცხადში არ ყოფილა. "ვენტსპილსი" მეორე ადგილზეა, "რიგასი" - მესამეზე.
ლიეტუვა
ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასი" შინ "სუდუვასთან" 1:4 განადგურდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. 31 ტურის შემდეგ "შტუმბრასი" მე-3 ადგილზეა.
ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო'" "ნოტოდენს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. ჯავაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 29 ტურის შემდეგ მისი გუნდი მე-15 ადგილზეა.
პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონამ" "ზაგლებიე" სტუმრად 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 14 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა.
მორიგი მარცხი განიცადა ლუკა ზარანდიას "არკამ", რომელიც შინ ლაშა დვალის "პოგონთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე გოლით გამოიჩინა თავი, ტაიმის მიწურულს კი ყვითელი ბარათი მიიღო. ანალოგიურად 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმაც. "არკა" მე-9 ადგილზეა, "პოგონი" - მე-8-ზე.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" "სლასკი" სტუმრად 3:0 გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი. "პლოცკი" მე-12 ადგილზეა.
რუსეთი
ქართული გუნდების დაპირისპირება შედგა მოსკოვში. "სპარტაკი" შინ "ურალთან" 1:2 დამარცხდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ჯანო ანანიძე და გიორგი ჭანტურია სათადარიგოები იყვნენ. 13 ტურის შემდეგ "სპარტაკი" მე-6 პოზიციაზეა, ხოლო "ურალი" - მე-8-ზე.
მორიგი მატჩი მოიგო საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" და ამჯერად გია გრიგალავას ტულის "არსენალი" 3:1 დაამარცხა. ორივე ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მოსკოველები მეორე ადგილზე არიან, ტულელები - მეთორმეტეზე.
სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავამ" "პოდბრეზოვა" 2:0 დაამარცხა, კარგი მატჩი გამოუვიდა ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელმაც 90-ე წუთზე გოლი გაიტანა. დავით სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. 14 ტურის შემდეგ ტრნაველები მეექვსე ადგილზე არიან.
შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გიოტებურგი" შინ "მალმიოსთან" 0:3 განადგურდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი 29 ტურის შემდეგ მეცამეტე ადგილზეა.
შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" შინ "ციურიხთან" 2:5 განადგურდა. ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ვაკო გვილია განაცხადში არ ყოფილა.
უკრაინა
ზაურ მახარაძის "ზორია" "ჩერნომორეცს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მახარაძე სათადარიგო იყო. 14 ტურის შემდეგ "ზორია" მეექვსე ადგილზეა.
უკრაინის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში "შახტარმა" კიევის "დინამოს" 2:1 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.
ლუკა კობერიძის "დესნა" სტუმრად "ოლექსანდრიას" ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და 50-ე წუთზე შეცვალეს.