კვირკველია და "ლოკომოტივი" "პორტუსთან" პირველი ქულ(ებ)ის აღებას შეეცდებიან

AutoSharing Option
6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" სტუმრად "პორტუს" ხვდება.

"ლოკო" რუსეთის პრემიერლიგაზე წარმატებით კი ასპარეზობს და ზედიზედ მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სამივე თამაში წააგო და დღეს მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.

"რკნიგზელებმა" "დრაგაოზე" ივარჯიშეს, მათმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი მიუხედავად მძიმე სატურნირო მდგომარეობისა ოპტიმისტური განცხადება გააკეთა.

"წინა 3 მატჩში არც ერთ მეტოქეს არაფერი არ დავუთმეთ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტანდით გოლს, ისინი კი იტანდნენ. გავრისკავთ თუ არა? ბევრი რამ მოწინააღმდეგეზე იქნება დამოკიდებული.

იმ მატჩებში სხვადასხვა მიზეზებით 5 წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარა. წინ კიდევ სამი ტურია. დანებებას არ ვაპირებთ. მე ოპტიმისტი ვარ. ჯგუფიდან 7 ქულითაც გავსულვართ. ეს რეალურია".

შეგახსენებთ, "ენისეისთან" შეხვედრაში კვირკველიას თავი გაუტეხეს, 12 ნაკერი დაადეს და რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ტულის "არსენალთან" ჩაფხუტით ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული