დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად პოლტავის "ვორსკლა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.
უკრაინულმა სპორტულმა გამოცემა Football.ua-მ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
"იქიდან გამომდინარე, რომ დავით ხოჭოლავამ "ვორსკლას" სახიფათო ფორვარდ კოლომოეცს განძრევის საშუალება არ მისცა, "შახტარის" დაცვის ცენტრში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ის პოზიციას კარგად არჩევდა და კრივცოვს კარგ პარტნიორობას უწევდა. შედეგად, პოლტაველმა მოთამაშეებმა უპირატესობას მხოლოდ რამდენჯერმე მიაღწიეს." - წერს გამოცემა.
25 წლის დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია" style="height: 50px; width: 50px;" />დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში დაასახელეს
17:05 12-11-2018
დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან კარგი მცველია და არ მესმის რატომ არ ენდობა მწვრთნელი მას ყოველ თამაშში,ხშირად სათადარიგოა რაც უცნაურია.ერთი კი ფაქტია:დაცვის ხაზი გვყავს ძალიან მაგარი და რაც ყველაზე უფრო სასიხარულოა ამ რგოლში კონკურენცია არის ძალიან მაღალი.
1
1
მერამდენედ ხვდება ეს ბიჭი სიმბოლურში, აშკარად მეტიც შეუძლია და ჩაანაცვლებს კიდევაც ცოტა ხანში კაშოს :))))
9
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული