Marca: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაში "ბარსას" "ტოტენჰემი" და "ბაიერნი" ეცილებიან

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები არ წყდება.

ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.

"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.

"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.

ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევ
არმცველი არ არის, ის 1.83 მ სიმაღლისაა, ფიზიკურად ძლიერი და ამ სიმაღლესა და ძალას ბურთის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მას შესანიშნავი აჩქარება აქვს და ამ სისწრაფის გამო, მისი შეჩერება ურთულესია.

"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

მკითხველის კომენტარები / 29 /
ტოტენჰემი ან ტოტენჰემის მსგავსი კლუბი რომელიმე ტოპ-ჩემპიონატიდან იქნებოდა იდეალური 1-2 წლით ვიდრე სუპერ კლუბში გადავა. ალღოს აუღებდა ტოპ ჩემიონატს და მერე 21-22 წლის უკვე სუპერ კლუბში გთამამად ჩაჯდებოდა სასტავში
1-2 წელიც
17 ნოემბერი 2018 16:08
0
მარსის იუნაიტედი და იუპიტერის რეინჯერსიც ჩაერთნენ ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში.ხოლო დემოკრატები ფიქრობენ მომავალ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ტრამპს ჩაკვეტაძე დაუყენონ.
სპორტალის ნიუსები
17 ნოემბერი 2018 13:38
63
უეჭველი არაქართველი ხარ
ბოღმა გადამთიელი
17 ნოემბერი 2018 16:12
6
თუ მორიგი მონაჩმახი არ გამოდგა,ან ამან არ აუშვა აფრები ჭანტურიასავით , ამას არაფერი აჯობებს, უფალი შეეწიოს, წარმატებებს ვუსურვებ მტელ ერთან ერთად!!!
გელა 67
17 ნოემბერი 2018 21:49
0
მიდი გელა!
მურმანი
17 ნოემბერი 2018 23:31
0
სამაგალითო ბიჭია!!! ვუყურებ და გულს უხარია მისი პროგრესი..მთავარია ასე გააგრძელოს!!!ოდესღაც ჩვენთანაც უნდა გამოჩნდენ ვარსკვლავები და მემგონი იწყება :)
ზ.777
17 ნოემბერი 2018 15:30
0
შახტარმა გააჯვას, მე არ მახსოვს შახტარს ქართველი ეყიდა და სკამზე არ დაელპო ან სადღაც დუბლებში, კი ბატონო შეიძლება შახტარის დონეს ვერ ქაჩავენ ჩვენები და კლუბი არაფერ შუაშია, მაგრამ ცუდი პოლიტიკა აქვს შახტარს იყიდის ბავშვებს და ელოდება სანამ ის ბავშვი სკამიდან ან დუბლებიდან ძირითადის ბრაზიელიელს არ აჯობებს თუ არ ათამაშე როგორ უნდა აჯობოს?ჩაკვეს რაც შეეხება უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება სტაბილური.თუ ათამაშეს კი ბატონო მაგ ტოტენჰემ ბაიერნებში, მაგრამ 10 წუთებით და სკამზე ჯდომებით ვერ განვითარდება. გერმანიაში ზალიან უხეში ფეხბურთია , არც ესპანეთია ნაკლები. პრემიერლიგის საშუალო გუნდი და სტაბილური ძირითადი დახატავდა ამ ეტაპზე
ალექსანდრე
17 ნოემბერი 2018 15:01
0
ჰო გრანდები გიჟდებიან ისე უნდათ ჩაკვეტაძე, მაგრამ ბოლოს რატომღაც რომელიმე საშუალო კლუბში მოხვდება და იქაც სათადარიგო იქნება. ესაა ქართველი "ტალანტების" ტრადიციული გზა. ყენია გაიხსენეთ, ჭანტურია, ოქრიაშვილი და კიდევ სხვა "ტალანტები".
ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე დიდი ტალანტი არაა და ვარსკვლავი ვერ იქნება. არ აქვს მაგის მონაცემები. ანდორასთანაც გატანილი გოლის მიუხედავად საცოდავად გამოიყურებოდა და ბევრი არაფერი გამოსვლია. სივრცე თუ დაუტოვე ეგრე ყველა ითამაშებს. როცა სივრცეს უვიწროვებენ ჩაკვეტაძე დიდი არაფერი არაა.
მურმანი
17 ნოემბერი 2018 14:35
18
Chakvetadze gmertma sul cin ataros, magram ragac ararealurad gadacharbebuli mgonia dasaxelebuli clubebis aseti ajiotagi, ufro Marketing xrikebs gavs. Sanam belgiashi cavidoda, daceres igive. Fifias politikidan gamomdinare, ufro meti fulis shovnis chance gaushvebda?
Goga
17 ნოემბერი 2018 22:14
0
21milons ixdis barsa espanur presashi ceria barsashi vnaxe dges gazeti vamos chakvet vamos gelodebit barsashi ))))
Emigranti
17 ნოემბერი 2018 21:29
1
შახტარში წავა ისეთი ბედი გვაქვს
Eh
17 ნოემბერი 2018 19:55
18
ტოტენჰემი ან ბაიერნი რა მაგარი იქნებოდა. მოთმენა და წინ სიარულია საჭირო, ყველაფერი კარგად იქნება.
ილარიონი
17 ნოემბერი 2018 15:44
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული