Marca: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაში "ბარსას" "ტოტენჰემი" და "ბაიერნი" ეცილებიან

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები არ წყდება.

ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.

"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.

"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.

ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევ
არმცველი არ არის, ის 1.83 მ სიმაღლისაა, ფიზიკურად ძლიერი და ამ სიმაღლესა და ძალას ბურთის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მას შესანიშნავი აჩქარება აქვს და ამ სისწრაფის გამო, მისი შეჩერება ურთულესია.

"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

მკითხველის კომენტარები / 29 /
როცა შრომობ ყველაფერი გამოდის. მითუმეტეს სპორტში. მთავარია შრომა არ შეწყვიტოს ამ ბიჭმა და სხვებმაც დაინახონ რომ ეს შესაძლებელია.
gia
17 ნოემბერი 2018 13:07
2
ოგონდ შახტარი არა ეგ ხომ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. წარმატებები და წინსვლა გიოს,
roma
17 ნოემბერი 2018 14:43
0
შახტარის ჩაკვეხება არ მომეწონააა.....
ზურა
17 ნოემბერი 2018 13:33
2
Shroma tavmdabloba ukomfliqto da rac yvelaze mtavaria zogiertivit tavshi ar auvarda ese gaagrdzele gio genacvale da romelime grabdshi uechveli itamasheb da ai mere oqros burtzec mogicevs brdzola ♡ ♡ ♡ ratomac ara
Emigranti
17 ნოემბერი 2018 14:03
0
ჯერ კიდევ ბავშვი რომ იყო დინამოს დუბლებში ვუყურებდი მის თამაშს. ყოველთვის მჯეროდა რომ ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიორგი, შრომა ყოველთვის ფასდება. იმედია სხვა ფეხბურთელებიც მოგბაძავენ.
ალეკო
17 ნოემბერი 2018 17:29
2
როგორ გამიხარდა! თან პიროვნულადაც ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. ბიჭი კი არა უკვე კაცია--თვითონ წერს თავის ბიოგრაფიას და არც არვის არაფერს ეხვეწება და არც ეგლახავება, როგორც ვიცით როგორც ხდება ხოლმე! გვყავს ნამდვილად კარგი სპორტსმენები მაგრამ გიორგიზე ლაშა ტალახაძე მახსენდება.
გიორგი
17 ნოემბერი 2018 13:42
1
მეოთხე გოლი გაიტანა და არა მესამე.
status quo
17 ნოემბერი 2018 13:55
4
ნაკრებში კი, მარა ერთა ლიგაზე მესამე ))
რა მაფიაა?
17 ნოემბერი 2018 15:04
0
სიამოვნების მძაფრი განცდით წავიკითხე ეს სტატია.

კიდევ უფრო და უფრო მეტი იშრომე გიო, ბევრად მეტი ძმაო, არ დაიზარო ჯოჯოხეთური შრომა და დიდ ფეხბურთს ითამაშებ.

პრესას ნუ მიაქცევ ყურადღებას, მხოლოდ შენი საქმე აკეთე.

წარმატებები და კეთილი სურვილები, ამ თავმდაბალ ბიჭს.
Lado t
17 ნოემბერი 2018 15:37
1
მართლა მაგარი ბიჭია, მაგრამ "ბარსა" და "ბავარია" ნაადრევი მგონია. "ტოტენჰემი" იდეალური იქნება. კიდევ დახვეწს თამაშს ტოპ-ლიგაში და მერე "ბარსა".
მერაბი
17 ნოემბერი 2018 22:42
1
ბორნმუთი სჯობია მისთვის!
დავით
18 ნოემბერი 2018 01:12
0
ეს ბიჭი არის ქართული ფეხბურთის და ნაკრების მომავალი თუმცა 19 წლის ფეხბურთელისთვის ბარცა ჯერ ადრეა და ბაიერნიც იქ შეიძლება სკამზე აღმოჩნდეს ჯობია იქ დარჩეს სადაც არის სეზონის ბოლომდე და ჩემი აზრით დორტმუნდში თუ გადავიდა ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოუხდება დორტმუნდს ძირითადშიც ექნება შანსი მოხვედრის ბაიერნში სადაც ხამესი კომანი და ამ დონის ფეხბურთელები ზიან სკამზე და ბარსაში კიდე ვიდალი ვერმაელენი დემბელე იქ რთული ქინება მისთვის ადგილის დამკვიდრება შახტარს ისევ გენტი ჯობია მაგრამ აი დორტმნდი მშვენიერი ვარიანტია.
გიორგი
17 ნოემბერი 2018 16:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული