Marca: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაში "ბარსას" "ტოტენჰემი" და "ბაიერნი" ეცილებიან

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები არ წყდება.

ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.

"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.

"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.

ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევ
არმცველი არ არის, ის 1.83 მ სიმაღლისაა, ფიზიკურად ძლიერი და ამ სიმაღლესა და ძალას ბურთის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მას შესანიშნავი აჩქარება აქვს და ამ სისწრაფის გამო, მისი შეჩერება ურთულესია.

"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

მკითხველის კომენტარები / 29 /
როცა შრომობ ყველაფერი გამოდის. მითუმეტეს სპორტში. მთავარია შრომა არ შეწყვიტოს ამ ბიჭმა და სხვებმაც დაინახონ რომ ეს შესაძლებელია.
2
ოგონდ შახტარი არა ეგ ხომ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. წარმატებები და წინსვლა გიოს,
roma
14:43 17-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული